Saturday, December 7, 2013



პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. 

პროექტების დროს:
§  მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩართული და დაინტერესებული  შინაარსის სწავლით, ვინაიდან იგი მათ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.
§  მოსწავლეებს უფრო ღრმად ესმით ის, რასაც სწავლობენ, რადგან ისინი რეალურად და გააზრებულად იყენებენ ცნებებს და უნარ-ჩვევებს.
§  თანატოლებთან და თემის წევრებთან ერთად მუშაობისას მოსწავლეები იძენენ თანამშრომლობის მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, რაც მათ ზრდასრულ ასაკში გამოადგებათ. 
§  მოსწავლეები ივითარებენ საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებს, როგორიცაა დროის მართვა, დაგეგმვა და თვითშეფასება












No comments:

Post a Comment