პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
პროექტების დროს:
§ მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩართული და დაინტერესებული შინაარსის სწავლით, ვინაიდან იგი მათ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.
§ მოსწავლეებს უფრო ღრმად ესმით ის, რასაც სწავლობენ, რადგან ისინი რეალურად და გააზრებულად იყენებენ ცნებებს და უნარ-ჩვევებს.
§ თანატოლებთან და თემის წევრებთან ერთად მუშაობისას მოსწავლეები იძენენ თანამშრომლობის მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, რაც მათ ზრდასრულ ასაკში გამოადგებათ.
§ მოსწავლეები ივითარებენ საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებს, როგორიცაა დროის მართვა, დაგეგმვა და თვითშეფასება